კომპანიის შესახებ

BPMG-ის მიზანს წარმოადგენს მართვის სისტემების შექმნა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია ინოვაციური და თანამედროვე პროდუქტებით. მართვის ეფექტიანობის ზრდა პროცესების ოპტიმიზაციით თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.

BPMG ბიზნეს პროცესების მართვის ჯგუფი

აპლიკაცია

4

ნახვები

23934

დაინტერესება

#16

ყველა აპლიკაცია

4 აპლიკაცია

Sales software

Sales Software

BPMG ბიზნეს პროცესების მართვის ჯგუფი
New

Bitrix24- არის გაყიდვების ავტომატიზაციისა და გაყიდვების გუნდის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა. მისი საშუალებით შეძლებთ გააანალიზოთ და შეაფასოთ კომპანიის მიერ გატარებული მარკეტინგული ღონისძიებები, შექმნათ მომხმარებელთა მონაცემთა ბაზა, როგორც მიმდინარე ასევე პოტენციური კლიენტების ჭრილში, შეძლებთ სეგმენტაცია გაუკეთოთ მას და დაგეგმოთ მარკეტინგული აქტივობა მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად; პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა შეგიძლიათ ლიდების გენერირებით, რომელიც შესაძლებელია: ვებ-ფორმებიდან, რომელც განთავსებულია თქვენს საიტზე, Email, მონაცემების იმპორტირებით Excel ან CSV ფალით, ან ხელით შექმნით. Bitrix24- ის მეშვეობით შეძლებთ გაწეროთ სამუშაო გაყიდვების გეგმა , შემდეგ კი აკონტროლოთ მისი შესრულების კონვერსია; გაყიდვების ავტომატიზაციაში დაგეხმარებათ : რობოტები , რომელსაც თქვენი შეხედულებისამებრ შექმნით, ავტომატური წერილები, ზარები, SMS, ხმოვანი შეტყობინებები , მენეჯერების შემახსენებელი რობოტები, ბიზნეს პროცესები CRM-ში. Bitrix 24 -ით შესაძლებელია იმის დადგენა თუ რომელი გაყიდვების არხი მუშაობს თქვენი კომპანიისათვის ყველაზე კარგად, პროგნოზირება გააკეთოთ გაყიდვების კონვერსიის და ამის შესაბამისად გაააქტიუროთ სარეკლამო კამპანიები ბიტრიქს 24-თან ინტეგრირებით: Email, massenger, instagram, whats up….. Bitrix24 -ში შეძლებთ თქვენზე მორგებული რეპორტების შექმნას, პროექტების დაგეგმვას და შემდგომ მათი შესრულების კონტროლს, პროდუქტების კატალოგების შექმნას… დამატებითი უნიკალური შესაძლებლობები: სახის ამოცნობა - Face-ტრეკერი (მაღაზიაში ან ოფისში სტუმრების აღრიცხვა) , Visit -ტრეკერი (სტუმართან შეხვედრის ჩანაწერი) , სავიზიტო ბარათების ამოცნობა და კონტაქტის დამატება CRM- ში.

Marketing software

Marketing Software

BPMG ბიზნეს პროცესების მართვის ჯგუფი
New

მსოფლიო კლასის მარკეტინგული ინსტრუმენტები ნებისმიერი ბიზნესისათვის: გაზომე, ითანამშრომლე, დააავტომატიზირე. კომპანიის მარკეტინგის სამსახურს მუშაობაში დაეხმარება Bitrix24 . ჩვენ დაგეხმარებით რომ დააგროვოთ უფრო მეტი პოტენციური კლიენტი, გააუმჯობესოთ კონვერსიის კოეფიციენტები, კლიენტების მომსახურების ხარისხი და მარკეტინგი გახადოთ ავტომატიზირებული. Bitrix24 -ის შესაძლებლობები: მარკეტინგის ავტომატიზაცია, საკონტაქტო ცენტრი, ლიდების დაგენერირება და მართვა, კლიენტების მენეჯმენტი, გაყიდვების ანალიტიკა, მარკეტინგული ჯგუფის თანამშრომლობა,დავალებები და პროექტები, დოკუმენტბრუნვა, სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია, ბოტები, CRM ვებ ფორმები.

Project management

Project Management

BPMG ბიზნეს პროცესების მართვის ჯგუფი
New

თქვენ გჭირდებათ კომპონენტური იარაღი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად იკონტაქტოთ თქვენს კოლეგებთან, პრობლემების გადაჭრისათვის და პროექტების მართვაში. ყველა ეს ამოცანა შეიძლება მარტივად შესრულდეს Bitrix24 – ის მეშვეობით. გახადეთ თქვენი ყოველდღიური სამუშაო პროსესი უფრო მარტივი, დაგეგმეთ, განახორციელეთ, ითანამშრომლეთ და თვალყური ადევნეთ ჯგუფის ეფექტურად მუშაობას, დაგეგმეთ დრო პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, გაწერეთ დავალებები და შეხვედრები როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თქვენი დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, აკონტროლეთ მუშაობის დრო და თქვენი თანამშრომლების ეფექტურობა. Bitrix24 -ის შესაძლებლობები: To-Do Lists & დავალებების დამოკიდებულება , დატვირულობის მენეჯმენტი, დეტალური ანგარიში & განტის დიაგრამები , ლიდების ხედვა კანბანის მეშვეობით, სამუშაო პროცესების & შაბლონების ავტომატიზაცია , Email-ის გარდაქმნა დავალებად , რეალურ დროში მუშაობა, ფაილების გაზიარება & შენახვა, მობილური აპლიკაცია.

Bitrix24-CRM

CRM

BPMG ბიზნეს პროცესების მართვის ჯგუფი
New

კლიენტებთან ურთიერთობის მართვა (CRM) Customer Relationship Management (CRM) არის ბიზნეს სტრატეგია , რომელიც მოიცავს კომპლექსურ პროცესებს და საშუალებას გვაძლევს გრძელვადიანი , მომგებიანი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ კონკრეტულ მომხმარებლებთან , ის უზრუნველყოფს მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები და შეინარჩუნოთ არსებული მომხმარებლების ბაზა ლოიალურობის გაზრდის ხარჯზე . CRM-ის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს მომხარებელთან ურთიერთობა, განავრცოს კავშირები მათთან, გააუმჯობესოთ მომხარებელთან ურთიერთობის მეთოდები, გახადოთ თქვენი აქტივობები უფრო ეფექტიანი გაზარდოთ გაყიდვები და დანერგოთ საუკეთესო გამოცდილების ბიზნეს პროცესები, რომელიც ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. CRM სტრატეგიის ჩამოყალიბება გულისხმობს სამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ეს არის პროცესი მყიდველის შეძენის, შენარჩუნების და მათთან თანამშრომლობის, რათა შეიქმნას უმაღლესი ღირებულება კომპანიისა და მომხმარებლისათვის. Bitrix24-ის CRM მოდულის მეშვეობით თქვენ მარტივად შეძლებთ ათასობით კლიენტთან უკუკავშირის დამყარებას და კლიენტის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას , მომხმარებლების რთული სამყაროს მართვას. Bitrix24 დაგეხმარებათ მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა და ლოიალურობა.